საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC-ის პრეზენტაცია თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე


18 ოქტომბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში შედგება

საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC-ის პრეზენტაცია.

თქვენ მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას  სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, სტაჟირების

თუ კონფერენციების შესახებ. გთხოვთ მობრძანდეთ!

 
(აისეკი) მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია, 1948 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალაგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, რომ იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. გარდა იმისა, რომ AIESEC-ი თავის წევრებს ყოველწლიურად სთავაზობს 7,000 ლიდერულ პოზიციას და მთელს მსოფლიოში 60,000 წვერისათვის 470 კონფერენციას უწევს ორგანიზებას, ასევე AIESEC 16,000-მდე გაცვლით პროგრამას ახორციელებს ყოველწლიურად, რაც სამუშაო გამოცდილების საზღვარგარეთ მიღების, უნიკალური შესაძლებლობაა. AIESEC-ი არის უმაღლესი სასწალებლების სტუდენტთა ან ახალკურსდამთავრებულთა მიერ მართული გლობალური, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი და არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაცია. AIESEC-ის წევრები დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო საკითხებით, ლიდერობითა და მენეჯმენტით.

ამჟამად AIESEC-ი სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ მონაწილეობა შესარჩევ ტურებში, რომ მოხვდნენ AIESEC-ის საერთაშორისო სტაჟირებაზე საზღვარგარეთ ან გაწევრიანდნენ AIESEC-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://go.aiesec.ge