ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის გახსნის საზეიომო ცერემონიალი

2011 წლის 15 სექტემბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრიდრიჰ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის “Managing International Enterprises” გახსნის საზეიომო ცერემონიალი.
გერმანიის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
ბატონი კლაუს დიკე – პროფესორი, დოქტორი, იენის უნივერსიტეტის რექტორი; ბატონი იოჰანეს რუჰლანდი – პროფესორი, დოქტორი, იენის უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი; ბატონი იურგენ ჰენდრიხი – დოქტორი, იენის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი.
საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ქალბატონი ელენე ხარაბაძე –სრული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი;
ასევე ფაკულტეტის სრული პროფესორები, პროგრამის პედაგოგები და ახლადჩარიცხული სტუდენტები.
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია. პირველი სასწავლო წელი შედგება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლექცია–სემინარები ჩატარდება ე.წ. Team Teaching-ის პრინციპით, ანუ თითოეულ საგანში მოწვეულია ორი პედაგოგი: ერთი ქართველი და ერთი გერმანელი პროფესორი. აქ სწავლების ენაა ქართული და ინგლისური. ამასთან სტუდენტები დამატებით მოემზადებიან გერმანულ ენაშიც. სწავლების მეორე წელს სტუდენტები გაივლიან –გერმანიაში, იენის ფრიდრიჰ შილერის სახელობის უნივერსიტეტში და ისწავლიან მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
სწავლების პერიოდში სტუდენტები შეისწავლიან  ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკური ინფორმატიკის, საერთასორისო საწარმოთა მართვის, ინტერკულტურული ეკონომიკური კომუნიკაციის თეორიებს, დაეუფლებიან პროფესიულ უნარ–ჩვევებს და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს მიენიჭება ორმაგი ხარსისხი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან – Master of Business Administration MBA, ხოლო იენის უნივერსიტეტის მხრიდან – Master of Science, M.Sc.
ორმაგი ხარისხი კურსდამთავრებულებს მისცემს რეალურ შესაძლებლობეს დასაქმდნენ საქართველოს, ევროპის თუ მსოფლიოს წამყვან საწარმოებში. აირჩიონ პრაქტიკული თუ მეცნიერული კარიერის განხორციელების შესაძლებლობა.
პროგრამა ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით.