2014-04-15

პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ანალიზის მეთოდების შემსწავლელი კურსი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორ -მასწავლებლებისთვის


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიკროეკონომიკისა და ეკონომეტრიკის კათედრების ინიციატივით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო განვითარების სამსახურის ორგანიზებით და  ფაკულტეტის დეკანატის მხარდაჭერით, თსუ-ში გაიმართა პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ანალიზის მეთოდების შემსწავლელი სპეციალური კურსი დოქტორანტებისა და პროფესორ -მასწავლებლებისათვის.

 

ამ მიზნით, მოწვეულ იქნა შვეიცარიის ტექნუკური უნივერსიტეტის აგრარული ეკონომიკის ჯგუფის პოსტსადოქტორო მკვლევარი, მეცნიერებათა დოქტორი ფატიმა მამარდაშვილი.

 

სპეციალური კურსი გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ეთერ ხარაიშვილმა. კურსის გახსნას ესწრებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე.

 

შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, დოქტორმა ფატიმა მამარდაშვილმა მიმოიხილა პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის სხვადასხვა მეთოდები. კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გაზომვის ეკონომეტრიკული მეთოდი SFA. მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ კომპიუტერულ პროგრამას STATA და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით შეესწავლათ აღნიშნულ პროგრამაში SFA-ს ფორმულირება.

Print

« იხ. ყველა სიახლე