ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-14

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კონკურსიის გამოცხადება


ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  2014  წლის  საუნივერსიტეტო ფორუმის  საკონკურსო კომისია შესაბამისად თსუ რექტორის 2013   წლის 25 ნოემბრის  #150/01–01  ბრძანებისა  (იხ. ბრძანება და დანართი) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014  წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით აცხადებს კონკურსს.

1. ფორუმზე წარსადგენად ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო მოხსენებას უფლებამოსილი პირი წარადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში. წარმოდგენილი მოხსენება უნდა ეყრდნობოდეს  წინა  სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო სამეცნიერო შედეგებს.
2. მოხსენების ავტორი (ავტორთა ჯგუფი) უნდა წარმოადგენდეს  ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, ან ამ ფაკულტეტის  სამეცნიერო პროფილის შესაბამის თსუ–ის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის პირს (გარდა ინდივიდუალური მონაწილისა).
3. ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის კანცელარიაში მოხსენებისა და მოხსენებაში მოცემული შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი, 18.00 სთ (თსუ, მაღლივი კორპუსი, ოთახი  # 310).


თეიმურაზ  ბერიძე
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე,
ასოცირებული პროფესორი,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი

Print

« იხ. ყველა სიახლე