ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-23

თსუ სრული პროფესორის ქალბატონ ელენე ხარაბაძისა და თსუ ასოცირებული პროფესორის ქალბატონ თეა მუნჯიშვილის წარმატებული ვიზიტი ევროპის სახვადასვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებში.


საბერძნეთი, ათენის უნივერსიტეტი:
ა.წ. 30 სექტემბერიდან 4 ოქტომბრამდე საბერძნეთის დედაქალაქში ვიზიტად იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ელენე ხარაბაძე და ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი.
ქართველი პროფესორები მოხსენებით „21–ე საუკუნის განათლების პრობლემები და საზოგადოების ჩართულობა“  გამოვიდნენ  იუნესკოს ეგიდით გამართულ „მსოფლიო ფილოსოფოსთა ფორუმზე“ ათენის უნივერსიტეტში. ამასთან ქალბატონი ელენე ხარაბაძე და ქალბატონი  თეა მუნჯიშვილი იუნესკოს მიერ დაჯილდოვდნენ „21–ე საუკუნის მსოფლიო მოქალაქის“ ტიტულით.
საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ქართველი პროფესორები ეწვივნენ ათენში არსებულ „კავკასიის კულტურის ცენტრს“ სადაც ქალბატონმა ელენე ხარაბაძემ ქართველი ემიგრანტებისათვის  ჩაატარა მასტერკლასი „ბუღალტრული აღრიცხვის საწყისები ბიზნესის წარმოებისთვის.“




პოლონეთი, შეცინის საზღვაო აკადემია:

10–13 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ შეცინის საზღვაო აკადემიაში გაიმართა კონფერენცია. სრული პროფესორი ელენე ხარაბაძე და ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გამოვიდნენ მოხსენებით  „საწარმოს გაკოტრების შეფასების მოდელები.“



უკრაინა, კიევის სავაჭრო ეკონომიკურ უნივერსიტეტი:

ვიზიტის დასასრულს ქალბატონი ელენე ხარაბაძე და ქალბატონი თეა მუნჯიშვილი ეწვივნენ უკრაინას, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიევის სავაჭრო ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
ქალბატონმა ელენე ხარაბძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების თავისებურებანი.“








Print

« იხ. ყველა სიახლე