2013-12-17

საქველმოქმედო აქცია - „გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“


საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ორგანიზებით, პროექტ „სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად“ ფარგლებში,  19 დეკემბერს, 10:00 საათიდან 15:00 საათის ჩათვლით,  ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში X-ე კორპუსის (მაღლივი) 403-ე აუდიტორიაში განხორციელდება სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“.

აქციაში მონაწილების მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელიც აკმაყოფილებს მომდევნო კრიტერიუმებს:

• დონორთა ასაკი განისაზღვრება 19 წლიდან. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 4 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთის და მეძუძური დედისთის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლოს 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული  ქირურგიული ოპერაცია, ასევე არ უნდა ქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში. ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

• დონორი რომელიც ჩაერთვება კეთილშობილურ საქმეში უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი... ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი)

Print

« იხ. ყველა სიახლე