ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-23

კომპანია RSM Solutions აცხადებს ვაკანსიებს ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისათვის. მსურველებმა სასწრაფოდ გააგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: lkajaia@rsm.ge

RSM Solutions - პროგრამული გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის

კომპანია RSM Solutions აცხადებს ვაკანსიებს ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისათვის.
მსურველებმა სასწრაფოდ გააგზავნეთ თქვენი CV მისამართზე:   lkajaia@rsm.ge

ვაკანსიაI:  ბიზნეს გადაწყვეტილების კონსულტანტი;
ვაკანსია II:  ბიზნეს გადაწყვეტილების დეველოპერი

კომპანია RSM Solutions-ის დამფუძნებელია RSM საქართველო www.rsm.ge, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიათა საერთაშორისო ქსელის RSM-ის წევრი.

კომპანიის ძირითადი მიმართულება გახლავთ Enterprise Software (ფართოდ მოიხსენება როგორც ERP (იარპი) სისტემები) გადაწყვეტილებების დანერგვა, კერძოდ ჩვენ ვიქნებით SAP Business One-ის ოფიციალური პარტნიორი და დამნერგავი საქართველოში.
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს და დირექტორს აქვს აღნიშნულ სფეროში წარმატებული გამოცდილება, კერძოდ იგი გახლდათ ფირმა IBS-ის (www.ibs.ge, 1C-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში) თანადამფუძნებელი და დირექტორი 2004 წლიდან.

ფირმა SAP გახლავთ მსოფლიო ლიდერი ERP სისტემების ბაზარზე. 2014 წლის მონაცემებით მეორე ადგილზეა კომპანია Oracle.

ამჟამად გვაქვს ვაკანსიები და ვარჩევთ სასურველ კადრებს. კომპანიის ზრდასთან ერთად ვაკანსიები მომავალშიც გვექნება.

კომპანიის პროფესიული მიმართულების თანამშრომლები არიან ორი ტიპის: ბიზნეს კონსულტანტები და დეველოპერები.
ბიზნეს კონსულტანტები მონაწილეობენ ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში: შეისწავლიან და ანალიზს უკეთბენ დამკვეთი კომპანიის საჭიროებებს, კონსულტაციას უწევენ მათ ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში, ეხმარებიან პროგრამის ათვისებაში და გამოყენებაში, ახორცილებენ დამკვეთის მხარდაჭერას პროგრამის ფუნქციონირების პერიოდში.
დეველოპერების ძირითადი ამოცანაა არსებულ პროგრამულ პროდუქტში იმ პროგრამული დამატებებისა და ცვლილებების განხორციელება, რომელთა საჭიროებაც აუცილებელი ხდება ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში. ასევე იგი ახორციელებს ინტეგრაციას სხვა სისტემებთან, პროგრამული პროდუქტის ლოკალიზაციის სამუშაოებს, სპეციალური Add-on-ების შემუშავებას და სხვა. მისი სამუშაო გარემო არის SAP Business One SDK.

გარდა იმ ძირითადი თვისებებისა და უნარ-ჩვევებისა, რაც ზოგადად მოითხოვება ინტელექტუალურ სამუშაოზე დასაქმებისას, მოკლე აქცენტს გავაკეთებთ ძირითად მომენტებზე, რითიც ჩვენ ვართ დაინტერესებულები.

საერთო მოთხოვნები - ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (მე-3 ან მე-4 კურსი). გამონაკლისად შეიძლება განვიხილო აპლიკანტები, რომლებმაც ერთი ან ორი წლის წინ დაამთავრეს უნივერსიტეტი, ან სწავლობენ მაგისტრატურაზე; ინგლისური ენის ფლობა აუცილებელია, რუსული ენების ფლობა დიდწილად სასურველია.

ბიზნეს კონსულტანტი - განათლება: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტირირება, მენეჯმენტი ან მსგავსი. კანდიდატს უნდა აინტერესებდეს ბიზნესისთვის აიტი გადაწყვეტილებები; კარგი ანალიტიკური აზროვნება; პრეზენტაბელურობა;

დეველოპერი - განათლება: კომპიუტერული პროგრამირება, კომპიუტერული მეცნიერებები; კანდიდატს უნდა აინტერესებდეს პროგრამირება ბიზნეს გადაწყვეტილებებში; კარგი ანალიტიკური აზროვნება.

კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას (ანაზღაურება 100 ლარი), რომლის დროსაც შეისწავლიან SAP Business One-ს და  და აიღებენ SAP-ის შესაბამის სერტიფიკატებს - კონსულტანტის ან დეველოპერის. სტაჟირების ვადა 2-დან 4 თვემდე კანდიდატის შედეგების მიხედვით. ჩვენი მიზანია აუცილებელი დასაქმება სტაჟირების პერიოდის შემდგომ. საწყისი ხელფასი შეადგენს 350-500 ლარს. მარტო სტაჟირების მსურველებს არ ვღებულობთ, კანდიდატი ორიენტირებული უნდა იყოს ხანგრძლივ დასაქმებაზე და პროფესიულ ზრდაზე, რაშიც ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს.

კომპანია „არესემ სოლუშენსი“
თარიღი: 15 დეკემბერი, 2015
lkajaia@rsm.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე