სტუდენტთა სტაჟირება „ბანკ რესპუბლიკაში“ (ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი”)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსელ სტუდენტებს სს „ბანკი რესპუბლიკა“ (ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი”) სთავაზობს სტაჟირების პროგრამას.

სტაჟირებისთვის გამოცხადებულია მინიმუმ 5-6 ვაკანსია შემდეგ პოზიციებზე:
  1. სამომხმარებლო დაფინანსების დესკის ოფიცერი (იგივე განვადების ოფიცერი);
  2. შესყიდვების დეპარტამენტში ასისტენტი;
  3. საკრედიტო ოფიცრის ასისტენტი გლდანის ფილიალში;
  4. საინფორმაციო ოფიცერი

სტაჟირების ხანგრძლივობაა სამი თვე, ანაზღაურების გარეშე, სტუდენტები მიიღებენ დამადასტურებელ საბუთებს;

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის მობრძანდით 6 ივნისს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე,
თსუ მაღლივი კორპუსის  206-ე აუდიტორიაში.