2016-03-04

მოიპოვე სტიპენდია და გაატარე ზაფხულის 3 კვირა ავსტრიის ალპებში!


14 მარტს, 14:00 საათზე, თსუ-ს მაღლივ კორპუსში, 206 აუდიტორიაში, Club Alpbach Georgia გეპატიჟებათ საინფორმაციო სესიაზე.

ალპბახის ევროპული ფორუმი 70 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე დაარსდა.

მისი მიზანი ცოდნისა და საერთო ევროპული ღირებულებების გაზიარება იყო. 3 კვირიანი ღონისძიება (16 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე) მოიცავს სემინარების კვირას, ზაფხულის სკოლას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიების, ფინანსების, ჯანდაცვის, უმაღლესი განათლებისა და გარემოს დაცვის სიმპოზიუმებს, გარდა ამისა, ძალიან ბევრ საინტერესო შეხვედრასა და ღონისძიებას.

ალპბახში შეგიძლიათ შეხვდეთ მსოფლიო ლიდერებს, პროფესორებს, სტუდენტებს უბრალოდ აქტიურ მოქალააქეებს რომლებიც მზად არიან იდეების გაზიარებისა და განხილვისათვის.

არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა! მიიღეთ მეტი ინფორმაცია და მოიპოვეთ სტიპენდია. ჩვენ ამაში დაგეხმარებით!

Print

« იხ. ყველა სიახლე