პირველკურსელთა საყურადღებოდ!
3 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ახალი სასწავლო წელი იწყება. სწავლის პირველ დღეს,
11:00 საათზე
უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ახალი სასწავლო წლის დაწყების
ცერემონია გაიმართება, სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი მიესალმებიან.
იმავე დღეს, 13:00 საათზე უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში (მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა N 2) გაიმართება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელთა საზეიმო შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან: ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი ელენე ხარაბაძე, ფაკულტეტის ადმინისტრაციის სხვადასხვა რგოლების ხელმძღვანელები, სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო მიმართულებების ხელმძღვანელები, ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორები.
გილოცავთ სტუდენტობას!
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!