2015-04-03

გერმანელი მეწარმის კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია


6 აპრილს, ორშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება ცნობილი გერმანელი მეწარმის, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, მეცენატისა და საქართველოს დიდი მეგობარის კლაუს ჰიპის მორიგი საჯარო ლექცია თემაზე: ბიზნესის ეთიკა.

ლექცია ჩატარდება გერმანულ ენაზე.

რამდენიმე წელია ბატონი ჰიპი ინტენსიურად ატარებს საჯარო ლექციების ციკლს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გერმანულ ენაზე „ბიზნესის ეთიკის“ მიმართულებით. ამასთან, ყოველწლიურად იგი პირადად არჩევს 2-3 სტუდენტს და საზაფხულო არდადეგების პერიოდში საკუთარი სახსრებით ეპატიჟება გერმანიაში HIPP-ის საწარმოში სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად.

კლაუს ჰიპის ლექციაზე დასწრება შეუძლიათ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე