2016-04-07

ტექნოპარკი ბიზნეს ინკუბატორში ტექნოლოგიური სტარტაპების შერჩევას იწყებს - სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება


ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორში განსათავსებლად სტარტაპების შერჩევა დაიწყო. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ეძებს სტუდენტებს, რომლებსაც გააჩნიათ ტექნოლოგიური ბიზნეს იდეა, ამ იდეის კომერციულ პროექტად გარდაქმნისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სურვილი.

ამ მიზნით, 12 აპრილს, 14:00 სთ, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დასწრება!

ინკუბატორში განთავსებულ სტარტაპებს ტექნოპარკი დაეხმარება ნულიდან დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, აქციონ საკუთარი სტარტაპი სტაბილურად განვითარებად კომპანიად და გაიტანონ საკუთარი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე. ამისათვის ტექნოპარკში გათვალისწინებულია მომსახურების სრული ციკლი. სტარტაპი ბიზნეს ინკუბატორში განთავსების შემდეგ იღებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს, რომელთა საერთო ღირებულება ერთ ადამიანზე  5,000 ლარს აღწევს.

თითოეული სტარტაპი ტექნოპარკში განთავსდება 1 წლის ვადით და ინკუბატორის საორგანიზაციო ჯგუფი ყოველკვირეული მონიტორინგისა, მენტორშიპისა და ინტენსიური ბიზნეს ტრენინგების საფუძველზე მოახდენს მისი საქმიანობის განვითარებას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბიზნეს ინკუბატორის პროგრამას კომპანია “დელოიტთან”, “მენეჯმენტის აკადემიასა” და “საქპატენტთან” თანამშრომლობით ახორციელებს.

ინკუბატორში განხორციელდება Start-up-ებისთვის სხვა და სხვა სერვისების შეთავაზება, მათ შორის: საერთო სამუშაო სივრცეში განთავსება, წვდომა ექსპერტებთან მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, პერსონალის მართვის და სხვა დარგებში; ფინანსური, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურება;  ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები; კონსულტაცია ონლაინ პლატფორმებზე ტექნოლოგიური ინოვაციების გასატანად, მენტორშიპი ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისა და გლობალური მარკეტინგის წარმოების შესახებ, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FabLab) პროტოტიპის შექმნას, საერთაშორისო კომპანიების შოურუმები და ფუნქციური სივრცეები სატესტო აპარატურით (Intel, HP, Autodesk, Samsung, Cisco, Epson), სატრენინგო ოთახები, საკონფერენციო სივრცე,  შეხვედრების ოთახები ვიდეო კონფერენციების აპარატურით, ბიბლიოთეკა ინოვატორებისათვის საინტერესო ლიტერატურით, რეზერვირებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, წვდომა ქლაუდ სერვისებთან.

ბიზნეს ინკუბატორში განთავსების მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრებების საფუძველზე 18-დან 29 აპრილის ჩათვლით. შერჩეული გუნდები ტექნოპარკში განთავსდებიან არაუგვიანეს 2016 წლის 1 მაისიდან.

Print

« იხ. ყველა სიახლე