კომპიუტერული თამაშები და საერთაშორისო გამოცდილება

17 მაისს,  საერთაშორისო კომპანიის "ლარვა გეიმ სტუდიოს" წარმომადგენლები (დირექტორი - ხორხე მორალესი და ფინანსური დირექტორი - იამინ რუისი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარებენ პრეზენტაციას თემაზე -"პირველი ქართული კომპიუტერული თამაში და საერთაშორისო თანამშრომლობა".

პრეზენტაციას დაესწრებიან შსს კომპიუტერული თამაშის პროექტის მენეჯერი - კარლო მათითაიშვილი და მთავარი პროგრამისტი ირაკლი ქოქრაშვილი.
 
პრეზენტაციის მსვლელობისას განხილული იქნება თემები:
  • შსს კომპიუტერული თამაშის პროექტი,
  • ლარვა გეიმ სტუდიო და მისი თანამშრომლობა
  • ლარვა გეიმ სტუდიოს პროექტი - Lucha Libre - Heroes Del Ring
  • სამომავლო პერსპექტივები - ანუ როგორ მოვხვდეთ ააა კლასის გეიმ დეველოპმენტ პროექტში
პრეზენტაცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
 
სამიზნე აუდიტორია: კომპიუტერული მეცნიერებების, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები, ასევე ყველა ის პირი, ვინც კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიითაა დაინტერესებული.

17 მაისი, 16:00 საათი, თსუ მაღლივი კორპუსი, აუდიტორია 206
 
გთხოვთ მობრძანდეთ!