2014-03-17

თსუ რექტორის მოადგილის, თსუ ადმინისტრაციული და აკადემიური მოდერნიზაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის პროფესორ მარინე ჩიტაშვილის სტუმრობა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

17 მარტს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეწვია თსუ რექტორის მოადგილე, თსუ ადმინისტრაციული და აკადემიური მოდერნიზაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი მარინე ჩიტაშვილი. მან ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებს წარუდგინა სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში. შეხვედრა გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. პროფესორმა მარინა ჩიტაშვილმა ვრცლად ისაუბრა გაწეული მუშაობისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული მოდერნიზაციის გეგმის შესახებ, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ფაკულტეტის პროფესორები აქტიურად ჩაერთვნენ მოდერნიზაციის გეგმის განხილვაში და მომხსენებელს მრავალი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც თსუ რექტორის მოადგილემ ამომწურავი პასუხები გასცა.












Print

« იხ. ყველა სიახლე