ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-08-26

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბაკალავრიატის სტუდენტებმა, რომლებსაც არ აქვთ სახელმწიფო დაფინანსება და თავად იხდიან სწავლის საფასურს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, მობილური, ელ ფოსტა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად. აღნიშნული ცენტრი ტრენინგებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ შესაძლებლობას მისცემს ფაკულტეტიდან რეკომენდირებულ სტუდენტებს ჩაერთონ ცენტრის დროებით სამუშაოებში ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებამდე.

გთხოვთ,  მოთხოვნილი საკონტაქტო მონაცემები მიაწოდოთ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურეობის ცენტრს ; თსუ X ( მაღლივი) კორპუსი, ოთახი #311; ტელ .: 2 30 36 71.

Print

« იხ. ყველა სიახლე