ფინანსთა მინისტრების შეხვედრა სტუდენტებთან

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მაისიდან - 2 ივნისის ჩათვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ქ. თბილისში გაიმართება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების შეხვედრა (Constituency Meeting).

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ვიზიტით ეწვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, რომლებიც წარმოადგენენ  IMF/WB-ის ქვეყნების ჯგუფს (Constituency) საქართველოს მონაწილეობით; აგრეთვე სამუშაო ვიზიტით ჩამობრძანდებიან აღნიშნულ ჯგუფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლები, კერძოდ ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, კვიპროსის, ისრაელის, ბულგარეთის, ლუქსემბურგის,  მაკედონიის,  მოლდოვას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, სომხეთის, უკრაინის და რუმინეთის ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები.

31 მაისს, 15:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის მელიქიშვილის აუდიტორიაში შედგება ჩამოსული სტუმრების შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრას გაუძღვება საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი ნოდარ ხადური.

სამუშაო ენა ინგლისური.

სტუდენტებს, რომლებსაც სურთ დაესწრონ აღნიშნულ შეხვედრას და მიიღონ დისკუსიებში მონაწილეობა წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე (სალომე ჯაში).
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!