2015-07-06

oikos – ის საერთაშორისო ეკონომიკური საზაფხულო სკოლა!

უკვე მეორედ საერთაშორისო ორგანიზაცია oikos (სტუდენტები მდგრადი განვითარებისა და მენეჯმენტისათვის) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ეკონომიკურ საზაფხულო სკოლაში თემაზე : „სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინოვაციები“.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობის გაზრდას სოციალურ მეწარმეობის სფეროში. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ლექცია¬-სემინარებს, რომელსაც გაუძღვებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, გაიზიარონ პროფესიონალების პრაქტიკული გამოცდილება და მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება ჯგუფურ სამუშაოებში. პროექტის უმთავრესი მიზანია სვანეთის რეგიონის სამეწარმეო პოტენციალის შესწავლა და განვითარება. პროექტი მოიცავს ზაფხულის 9 დაუვიწყარ დღეს, რომელიც დატვირთული იქნება როგორც აკადემიური საათებით, ასევე გასვლითი ტურებით, ლაშქრობებითა და ექსკურსიებით. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით, კვებითა და ტრანსპორტირებით.
პროექტის ვადები: 29 აგვისტო ¬-6 სექტემბერი მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად თავდაპირველად აპლიკაციების მიხედვით, რომელიც შეგიძლიათ გამოზავნოთ 20 ივლისამდე მეორე ეტაპზე გადასულთათვის ჩატარდება გასაუბრება
მონაწილეებზე გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატები.
 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საზაფხულო სკოლის ვებგვერდს: www.oikos-summerschool.org
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ იმეილზე info@oikos-summerschool.org
პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

Print

« იხ. ყველა სიახლე