„ორგანიზაციული ქცევა და მენეჯმენტი“ – ამერიკელი პროფესორის როჯერ რიტვოს ინგლისურენოვანი სალექციო კურსი.


სტუდენტთა საყურადღებოდ!


ამერიკელი პროფესორი და მკვლევარი
როჯერ რიტვო

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
წაიკითხავს სალექციო კურსს:

„ორგანიზაციული ქცევა და მენეჯმენტი“.

სალექციო კურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე და გაგრძელდება ერთი სემესტრი. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე–2, მე–3 და მე–4 კურსის ყველა სტუდენტს.

წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ სპეციალურ სერთიფიკატს!

მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 2012 წლის 26 სექტემბრის 14:00 საათამდე.
მისამართი: თსუ მაღლივი კორპუსი, ოთახი 602.
ტელეფონი: 2 30 41 49,  E-mail: ucha.gogishvili@tsu.ge

პროფესორი როჯერ რიტვო საქართველოს ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამას აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო საქართველოში მას ახორციელებს აშშ-ის საელჩო.