2014-05-04

სასწავლო ვიზიტი ესტონეთში


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ესტონური კომპანია BDA Consulting-ისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის (“TSU School of Entrepreneurship”) მონაწილეები ესტონეთს ეწვივნენ.  



ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის ფალტეტის დეკანის მოადგილეს - ბ-ნ აკაკი მიქაბერიძეს, საშუალება მიეცათ მოენახულებინათ Skype-სა და Microsoft-ის ოფისები ტალინში, ასევე გამგზავრებულიყვნენ ქალაქ ტარტუში, სადაც საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ ადგილობრივ მეწარმეებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ბიზნესის წახალისებას ემსახურებიან. ბოლო სამი დღის განმავლობაში კი სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში "Garage48" (პროექტი ხორციელდება მაიკროსოფტის მხარდაჭერით და ასევე მიზნად ისახავს სამეწარმეო სექტორის გაძლიერებას), რომელშიც მონაწილეობას 150-მდე ადამიანი იღებდა, მათ შორის მთელი ქართული დელეგაცია (18 ადამიანი). დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, თსუ-ს სამეწარმეო სკოლის მონაწილეთათვის სასწავლო ვიზიტი ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან სასწავლო აქტივობებთან ერთად მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებსა და ექსკურსიებს.



საქართველოში დაბრუნებული სტუდენტები დადებითად აფასებენ სასწავლო ვიზიტს. თამარ ქარჩხაძე ფიქრობს, რომ მიღებული გამოცდილება სასარგებლო იქნება მისი სამომავლო კარიერისთვის. ნიკოლოზ ასანიშვილი კი მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა თავისი იდეა National Geographic- ის წარმომადგენლისათვის გაეცნო. დავით წიკლაური იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტიპის პროექტები გახშირდება საქართველოში და უფრო მეტ სტუდენტს ექნება მონაწილეობის საშუალება.

თსუ-ს სამეწარმეო სკოლა გრძელდება და პროგრამის მონაწილეებს 9 ივნისს საფინალო ღონისძიებაზე მოუწევთ სწორედ იმ უნარ-ჩვევების გამომჟღავნება რაც სასწავლო ვიზიტისა და მთელი პროექტის განმავლობაში გამოიმუშავეს.



თსუ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერტობათა საკითხებში რექტორის მრჩეველი და პროექტის თანაორგანიზატორი ქართული მხრიდან - ვახტანგ ჭარაია.


მონაწილეთა სრული სია:
1. ვახტანგ ჭარაია
2. აკაკი მიქაბერიძე
3. აკაკი ტოროტაძე
4. გვანცა სეხნიაშვილი
5. დავით ჩაჩუა
6. თორნიკე ტურიაშვილი
7. რომან გუჯაბიძე
8. დავით წიკლაური
9. ნიკოლოზ ასათიანი
10. ზურაბ ჭუმბურიჯე
11. გიორგი გელაძე
12. თამარ ქარჩხაძე
13. თინათინ გახოკიძე
14. ჯაბა ნადარეიშვილი
15. ნიკოლოზ ასანიშვილი
16. ქეთევან კობახიძე
17. ციური ბოდოკია
18. დავით შუკვანი
Print

« იხ. ყველა სიახლე