2014-03-05

oikos Tbilisi საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან


oikos Tbilisi - სტუდენტური ორგანიზაცია მდგრადი ეკონომიკისა და და მენეჯმენტის განვითარებისთვის 10 მარტს, 16:00 სთ-ზე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 206 აუდიტორიაში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან.

შეხვედრის მიზანია სტუდენტების ინფორმირება საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის და მისი თბილისის წარმამდგენლობის, oikos Tbilisi-ს საქმიანობის შესახებ. სტუდენტები გაეცნობიან ორგანიზაციის მისიას, მიზნებს, მუშაობის სტილს, წევრობის უპირატესობებს და გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დეტალებს. ასევე მოხდება მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის.
Print

« იხ. ყველა სიახლე