2014-11-29

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტის „ბიზნეს-ინკუბატორი“ -ის პრეზენტაცია

3 დეკემბერს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტის „ბიზნეს-ინკუბატორი“ -ის პრეზენტაცია. სტუდენტების დასწრება თავისუფალია!

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით დაიწყო ახალი პროექტის „ბიზნეს-ინკუბატორი“ -ის განხორციელება. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული „ბიზნეს ინკუბატორი“ ემსახურება  ბიზნეს-ინოვაციური, აი-ტი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროექტების მხარდაჭერას. პროექტი  მაქსიმალურად დაეხმარება დაინტერესებულ პირებს ინოვაციური ბიზნეს გეგმების რეალიზებაში.  ამ პროექტის სახით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის სტუდენტებს საშუალება ეძლევა გაიაროს რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღოს პროექტში.  პროექტის გამარჯვებულ მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა   1 წლის მანძილზე სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი ინფრასტრუქტურით, ტექნიკური აღჭურვილობით, მიიღონ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები პროექტზე მუშაობის პერიოდში.

ბიზნეს ინკუბატორის პროექტთან დაკავშირებული საკითხების გასაცნობად, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა  საქართველოს ყველა წამყვან უნივერსიტეტში გეგმავს პროექტის პრეზენტაციებს და სტუდენტებთან საჯარო შეხვედრების ციკლს.

Print

« იხ. ყველა სიახლე