2015-11-20

სტუდენტთა საყურადღებოდ! დებატები ეკონომიკაზე

 
16 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ახალგაზრდული მიმართულება აცხადებს ბაკალავრიატის სტუდენტების მიღებას ეკონომიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად. დებატები გაიმართება 13 დეკემბერს, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში, თბილისი ორბელიანის ქუჩა #35. დებატები გაიმართება გუნდური პრინციპით. გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზებით.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს  სახელმწიფო და კერძო აკრედიტებული უმაღლესი  სასწავლებლების სტუდენტებს.მონაწილეობის  მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ  აპლიკაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

https://docs.google.com/forms/d/1gLvzU1U7rp2Bbb4RfXgKTSyuvMErYmuBV3pFzmm2RYI/viewform

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: m.bitsadze@economists.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე