სტუდენტთა საყურადღებოდ! კომპანია "ფოტოპლაზა+" გთავაზობთ სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.


კომპანია "ფოტოპლაზა+" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „კონიკა მინოლტას“ (Konica Minolta Business Solutions GmbH, www.konicaminolta.eu) პარტნიორს საქართველოში. მისი პროდუქციის სახეობაა საბეჭდი მოწყობილობები და ბეჭდვითი პროცესების პროგრამული გადაწყვეტილებები.

სტაჟირებაზე მიიღებიან მოტივირებული სტუდენტები, გასაუბრების შედეგად. შერჩეული სტუდენტები გაივლიან  ტრენინგს, ხოლო მათ შორის წარმატებულები  მიიღებენ სამუშაო კონტრაქტს.

ამ მიზნით, ხუთშაბათს, 13 ივნისს, 15:00 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში შედგება კომპანიის წარმომადგენელთა შეხვედრა დაინტერესებულ სტუდენტებთან.