2014-07-24

გამოშვება 2014


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
2014 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

29 ივლისს, 18:00 საათზე,
თსუ პირველი კორპუსის ეზოში (ი. ჭავაავაძის N 1)


კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას მიულოცავენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილეები და ფაკულტეტების დეკანები. საზეიმო ცერემონიალის დასასრულს შედგება მუსიკალური ჯგუფის “TSU ART” -ის კონცერტი.

მანტიების გაცემა და უკან დაბრუნება, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის იმ კურსდამთავრებულთათვის, ვინც გაიარა წინასწარი რეგისტრაცია საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად, მოხდება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:


მანტიების გაცემა

28 ივლისი, ორშაბათი 10:00 საათიდან - 13:00 საათამდე,
14:00 საათიდან - 17:00 საათამდე
29 ივლისი, სამშაბათი 10:00 საათიდან - 13:00 საათამდე,
14:00 საათიდან - 16:00 საათამდე

მისამართი: თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის მე-2 სართული, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.

შენიშვნა: მანტიების გაცემის დროს თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.



მანტიების დაბრუნება


30 ივლისი, ოთხშაბათი 10:00 საათიდან - 13:00 საათამდე,
14:00 საათიდან - 17:00 საათამდე
31 ივლისი, ხუთშაბათი 10:00 საათიდან - 13:00 საათამდე,
14:00 საათიდან - 17:00 საათამდე


მისამართი: თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის მე-2 სართული, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.

Print

« იხ. ყველა სიახლე