ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-11-07

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევენ სტუდენტებს კონკურსში "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014" მონაწილეობისთვის.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტების საყურადღებოდ:

ხართ ენერგიული, ინოვაციების მოყვარული, შემოქმედებითი ახალგაზრდა?

მაშინ ჩაერთეთ კონკურსში, შექმენით პროექტი და მიიღეთ დაფინანსება.




კონკურსის "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014" მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დაინტერესებულმა სტუდენტებმა 13 ნოემბრის დღის ბოლომდე უნდა გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: economics@tsu.ge

კონკურსი წარიმართება 4 უმაღლეს სასწავლებელში, რომელთა ბაზაზეც არსებობს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. კონკურსის ფარკლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. კონკურსი მოიცავს 2 ეტაპს - შიდასაუნივერსიტეტო და უნივერსიტეტთაშორისი კონკურსები, რომელებიც წარიმართება ორი პარალელური მიმართულებით:
1.არსებული სოციალური საწარმოებისთვის კონკრეტული პრობლემური ამოცანების გადაჭრაზე მიმართული პროექტების შედგენა და პრაქტიკაში განხორციელება;
2. საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით სოციალური საწარმოს კონცეფციის და შემდგომ სრული ბიზნეს-პროქეტის შემუშავება. გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურში (მაღლივი კორპუსი, ოთახი 602, ტელეფონი: 2302782) ან ესტუმრეთ ვებ-გვერდს : www.gosocialenterprise.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე