ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-07

ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის საპირის კოლეჯის პროფესორის რობერტ ალბინის საჯარო ლექცია თემაზე: "ბიზნესის ეთიკა"

2015 წლის 7 აპრილს, თსუ სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი "იდეა"-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის საპირის კოლეჯის პროფესორი რობერტ ალბინი. სტუმარი მიიღო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. საუბარი შეეხო თსუ-ს და ისრაელის უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და სტუდენტთა გაცვლის პერსპექტივებს.



იმავე დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა პროფესორ რობერტ ალბინის ლექცია თემაზე: "ბიზნესის ეთიკა".



პროფესორ რობერტ ალბინის ბიოგრაფიული მონაცემები (იხილეთ დანართი)

საჯარო ლექციის გეგმა (იხილეთ დანართი)

Print

« იხ. ყველა სიახლე