2015-12-28

სემესტრული სტუდენტური გუნდური პროექტების პრეზენტაცია ცენტრ „იდეა“-ს კაბინეტში

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თსუ-ს მაღლივ კორპუსში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს კაბინეტში (ოთახი #1211) ჩატარდა სემესტრული სტუდენტური გუნდური პროექტების პრეზენტაცია.



პრეზენტაციაში მონაწილეობდა 6-7 სტუდენტისაგან შემდგარი 20-მდე საპროექტო გუნდი. პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი.



პროექტების პრეზენტაციას, გ.შიხაშვილთან ერთად, აფასებდა კომისია, რომლის წევრები იყვნენ წინასწარ დატრენინგებული ცენტრის მენეჯერები, სტუდენტები მარიამ ლაშხი, სალომე სალია, ნიკა კახიძე, ტონი ძნელაძე და ნიკა ჩახვაშვილი.



წარმოდგენილი პროექტების დიდმა ნაწილმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ცენტრ „იდეა“-ს  PR-მენეჯერი სალომე სალია.


Print

« იხ. ყველა სიახლე