2019-11-26

შეხვედრა კომპანია Apricot Software-ს წარმომადგენლებთან და ვაკანსიები სტიდენტებისათვის

28 ნოემბერს, ხუთშაბათს, 14:00 სთ-ზე, თსუ მაღლივი კორპუსის  206-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვდრა კომპანია Apricot Software-ს წარმომადგენლებთან. კომპანია აწარმოებს და ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს ბუღალტრული აღრიცხისა და ანგარიშგების მიმართულებით.

კომპანია Apricot Software აცხადებს უფასო სწავლების კურსებს თსუ-ს სტუდენტებისთვის. დეკემბერში ჩატარდება საბუღალტრო პროგრამის AS-Accountant სასწავლო კურსები ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. საუკეთესო სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია!

Print

« იხ. ყველა სიახლე