2015-12-21

პრაღის (ჩეხეთი) CERGE-EI-ს ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია თსუ-ში

ხუთშაბათს, 24 დეკემბერს, 18:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის აუდიტორია 206-ში გაიმართება პრაღაში არსებული ერთ-ერთი პრესტიჟული კვლევითი ინსტიტუტის, CERGE-EI-ს (Center for Economic Research and Graduate Education – Economics Institute) ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია.
შეხვედრას გამართავს ამავე პროგრამის დოქტორანტი გეგა თოდუა.

დოქტორანტურა (Ph.D. in Economics) არის ამერიკული სტილის, ხუთ წლიანი პროგრამა (2 წელი მაგისტრატურა+3 წელი კვლევა). პროგრამა დააინტერესებს სტუდენტებს, რომლებსაც სურთ აკადემიური და ანლიტიკური კარიერის გაგრძელება ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: ცენტრალური ბანკი, საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციები. წარმატებულ სტუდენტებს ეძლევათ მობილობის შესაძლებლობა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. პროგრამა გულისხმობს სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებასა და სტიპენდიას.

მაგისტრატურა გამოყენებით ეკონომიკაში (M.A. in Applied Economics) არის ერთ წლიანი, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები გაიღრმავებენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ეკონომიკაში. პროგრამა დააინტერესებს სტუდენტებს, რომელბსაც სურთ დაიკავონ ისეთი პოზიციები, როგორებიცაა: ანალიტიკოსი, ეკონომისტი ან კონსულტანტი, როგორც საჯარო, ასევე - კერძო სექტორში. პროგრამა გულისხმობს სწავლის საფასურის ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.

პრეზენტაცია გაიმართება ქართულ ენაზე.
დასწრება თავისუფალია!

Print

« იხ. ყველა სიახლე