2015-09-04

თსუ თანამშრომლების ლექცია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

2015 წლის პირველ სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ესტონური მხარის მოწვევით ლექცია ჩაატარეს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ესტონეთი.

თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, ეკონომიკის დოქტორმა დავით სიხარულიძემ და ეკონომიკის დოქტორმა ვახტანგ ჭარაიამ ინტერნაციონალური აუდიტორიის წინაშე ჩაატარეს მოხსენება თემაზე: Georgian Economic Reforms, Democracy and EU Aspiration (საქართველოს ეკონომიკური რეფორმები, დემოკრატია და ევროკავშირისაკენ სწრაფვა), რომელმაც მაღალი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე აუდიტორიის მხრიდან და დაგეგმილი 1 საათის ნაცვლად შეხვედრამ 2 საათი გასტანა.

მოხსენების შემდგომ, მხარეები მომდევნო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.








Print

« იხ. ყველა სიახლე