სტუდენტთა წარმატებული მონაწილეობა ბიზნეს ოლიმპიადაზე

2011 წელს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა, ნიკა ზაქარეიშვილის, გიორგი ილურიძის, სოფიო ცხვარიაშვილისა და ქეთევან ქვლივიძის შემადგენლობით  მონაწილეობა მიიღო და  წარმატებით იასპარეზა სტუდენტთა საერთაშორისო ბიზნეს ოლიმპიადაზე (იმართება 2006 წლიდან და მისი ორგანიზატორია ბატონი ტარიელ ზივზივაძე).  გუნდის თითოეული მონაწილე და მათი ხელმძღვანელი (ასოც. პროფ. ინეზა გაგნიძე) 2011 წლის 30 დეკემბერს დაჯილდოვდნენ სათანადო სერთიფიკატებით.