2020-07-09

დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენთა საყურადღებოდ!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განცხადებების მიღებას დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მისანიჭებლად

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოპოვების მსურველმა სტუდენტებმა, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივლისისა, მიმართეთ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციაში ბატონ აკაკი მიქაბერიძეს, ელექტრონული ფოსტით მისამრთზე akaki.mikaberidze@tsu.ge ან ტელეფონზე 577799740, ან გამოაგზავნეთ განცხადება lms.tsu.ge-ის მეშვეობით, სადაც მკაფიოდ იქნება მითითებული, რომ თქვენი განცხადება ეხება დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის ან ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიას

სტიპენდიების გაცემის მიზნობრიობისა და წესის შესახებ იხილეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 (2016 წლის 25 თებერვალი) დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე


გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე