ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-23

"Startup მარანი" - დამწყები მეწარმეებისა და ბიზნეს იდეების ავტორების შეხვდები ინვესტორებთან და ბიზნესის დაფინანსების შანსი.

თუ, თქვენ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს – იდეა
ან, უბრალოდ, გაქვთ ბიზნესის დაწყების სურვილი,
მაშინ ეს ღონისძიება თქვენთვისაა.
ჩვენ გაძლევთ არაჩვეულებრივ შანსს,
აქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად !



1 და 2 ივნისს, თბილისში ტარდება ღონისძიება "Startup მარანი", რომლის ფარგლებშიც დამწყები მეწარმეები და ბიზნეს იდეების ავტორები შეხვდებიან ინვესტორებს და მიიღებენ ბიზნესის დაფინანსების შანსს.

ასევე, "Startup მარანის" ფარგლებში საზღვარგარეთიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებენ მასტერ-კლასს სტარტაპების განვითარების თემაზე, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.

პროექტი ტარდება ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია "სტარტი - ბიზნეს გადაწყვეტილებებისა" და "გრინ კაპიტალის" ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით.

ნებისმიერი იდეა ნებისმიერ სფეროში მისაღებია.

Startup მარანი-ს ნებისმიერ მონაწილეს აქვს უფლება, წარმოადგინოს იდეა, დაამუშავოს და მოამზადოს პრეზენტაციაზე, ინვესტორების წინაშე  წარსადგენად, რაშიც ჩვენი გუნდი დაეხმარება. ღონისძიების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში ინვესტორებს ექნებათ საშუალება დაუკავშირდნენ მათ მიერ შერჩეულ იდეებს და დასახონ სამოქმედო გეგმა. ხოლო იმ იდეებს, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას, სურვილის შემთხვევაში, განვათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.startup.ge , სადაც ნებისმიერ მნახველს შეეძლება დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდეს იდეის ავტორს.

ასევე, საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვა ქვეყნის მსგავსი ტიპის პროექტებში და მათგან მოიპოვონ დაფინანსება.

პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 28 მაისს, 17:00 სთ, თ სუ-ს მაღლივ კორპუსში, აუდიტორია 206.
შეხვედრას გაუძღვება "გრინ კაპიტალის" პარტნიორი მამუკა მაჭავარიანი.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მობ: 598 55 30 78
ტელ: 2 18 38 21
ელ.ფოსტა: marani@startup.ge
Official Facebook Page: https://www.facebook.com/startupmarani
Facebook ივენთი: https://www.facebook.com/events/501026513352948/



Print

« იხ. ყველა სიახლე