2019-12-23

კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის პრეზენტაცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თსუ მაღლივ კორპუსში გაიმართა კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის პრეზენტაცია.

ღონისძიება მიეძღვნა პროფესორ ნოდარ ხადურის ნათელ ხსოვნას.

პრეზენტაცია გახსნა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.

დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართეს: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი ლექვინაძემ; სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა და ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, ბატონმა აურელიო ლა ტორემ.

განმარტებითი ლექსიკონი წარადგინა ავტორთა კოლექტივმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ქალბატონები ლიანა ჯაფარიძე, ქეთი ზუკაკიშვილი და ქეთევან ლაფაჩი.

ლექსიკონის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: პროფესორმა მირიან ტუხაშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ პროფესორმა დავით ნარმანიამ და"ჩაი გურიელის" დამფუძნებელმა, ბატონმა მიხეილ ჭკუასელმა.












Print

« იხ. ყველა სიახლე