2015-12-10

UGRAD-ის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია მაღლივ კორპუსში! მობრძანდით თუ გსურთ სწავლა აშშ-ის უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით!

აშშ-ის საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ გამოცხადდა UGRAD-ის გაცვლით პროგრამა!

UGRAD-ი გათვლილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და აშშ-ის უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით 1-2 სემესტრამდე სწავლას  ითვალისწინებს.

სამშაბათს, 15.12.2015, 13:00 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის აუდიტორია 206–ში შედგება აღნიშნული პროგრამის მონაწილის, ეკონომიკისა და ბიზესის ფაკულტეტის სტუდენტის ნინო დგებუაძის პრეზენტაცია. სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პროგრამაში მონაწილეობისთვის საინტერესო დეტალებს და კრიტერიუმებს. შეხვედრას ასევე დაესწრება ამავე პროგრამის მონაწილე ანა ზარანდია და აშშ–ს საელჩოს პროგრამების კოორდინატორი თეა კუჭუხიძე.

სამუშაო ენა ინგლისური და ქართული.
დასწრება თავისუფალია!

UGRAD-ის გაცვლით პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://1.usa.gov/1KPjEpZ

სააპლიკაციო ვადა 1 იანვარს იწურება.

Print

« იხ. ყველა სიახლე