ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-01

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე თბილისში:

ძირითადი მოვალეობები:
•    პოტენციური კლიენტების მოზიდვა.
•    მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
•    მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
•    საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
•    პორტფელის მონიტორინგი;
•    პრობლემური სესხის მართვა;

სავალდებულო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
•    სასურველია(არასავალდებულო) მინ.6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.

პიროვნული თვისებები და უნარები:
•    ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
•     დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
•    სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
•    სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
•    მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
•    პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV) სურათით (მიუთითეთ წინა სამსახურიდან რეკომენდატორების საკონტაქტო ტელეფონი) და სამოტივაციო წერილი, სადაც მითითებული იქნება მოსალოდნელი სახელფასო განაკვეთი ( ხელზე ასაღები) და მიმდინარე სახელფასო განაკვეთი ( უმუშევრობის შემთხვევაში - ბოლო სამსახურის ხელფასი) შემდეგ ელ-მისამართზე:                  contact@ capitalexpress.ge

მიუთითეთ, რა ვაკანსიაზე აგზავნით რეზუმეს (CV ), წინაამღდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


Print

« იხ. ყველა სიახლე