კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ და თსუ ეკონომიკის და ბიზნსის ფაკულტეტის თანამშრომლობა



კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ მსოფლიოს 50–ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს და სამშენებლო მასალების წარმოების ერთ–ერთი ლიდერი კომპანიაა. საქართველოში იგი რამდენიმე კარიერს და ცემენტის ქარხანას აერთიანებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტსა და კომპანია „ჰაიდელბერგცემენტს“ შორის საინტერესო და მნიშვნელოვან ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი.

27 იანვარს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა ერთი ჯფუფი ასოცირებული პროფესორის გელა გრიგოლაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა კომპანია „ჰეიდელბერგცემენტის“ რუსთავის საწარმოში.

რუსთავის საწარმოს ტექნოლოგმა ბატონმა ილია ბაცანაძემ დეტალურად აჩვენა და აუხნა სტუდენტებს საწარმოო პროცესის ყველა ეტაპი, ნედლეულის შემოტანიდან საბოლოო პროდუქციის გამოშვებამდე. სტუდენტებმა დაათვალერეს საწარმოს ტერიტორია, მოინახულეს ძირითადი საამქროები და და ადგილზე გაეცნენ ოპერაციული მართვის პრინციპებს.

სტუდენტებმა ოპერაციათა მენეჯმენტის საგანში გამოცდის წინ უშუალოდ ნახეს ის, თუ როგორ ხდება ოპერაციათა მართვა საწარმოში და მოახდინეს თეორიული ცოდნის პრაქტიკული მაგალითებით შევსება.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალბატონმა ნინო სუბელიანმა და ქალბატონმა ნინო ასათიანმა თსუ სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია „ჰაიდელბერგცემენტში“ არსებული პროგრამების შესახებ.

ორმხრივი გადაწყვეტილებით, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტსა“ და თსუ ეკონომიკის და ბიზნსის ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.