BDO Georgia -ს ლექციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO თბილისის სახელმწიფო უნივეისიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მოდულის საუკეთესო მეოთხე კურსელ სტუდენტებს აუდიტის ლექციებს უტარებს. ლექციებს ატარებენ დიდი გამოცდილების მქონე აუდიტორები და დაგროვილ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებენ.

ლექციების კურსი ეკითხება აკადემიური მოსწრების მიხედვით შერჩეულ 20 საუკეთესო სტუდენტს. აუდიტორული ქეისების განხილვისას ისინი იყოფიან 5 კაციან ჯგუფებად და კონკრეტული სიტუაციის განხილვით აუდიტის საკითხებს უფრო ღრმად სწავლობენ.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს წარმომადგენლები უშუალოდ იცნობენ სტუდენტებსა და მათ შესაძლებლობებს და BDO მომავალში ლექციებზე დამსწრე  სტუდენტებიდან საუკეთესოთა დასაქმებასაც აპირებს.