2020-06-21

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი და წარმოდგენის ვადები

1.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატებმა საკონკურსო საბუთები  უნდა წარმოადგინონ 2020 წლის  23 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით.
2. საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: lali.chikviladze@tsu.ge

საბუთების  ჩამონათვალი:

ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);
დ) დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და  სტუდენტის სასწავლო ბარათი.

შენიშვნა:

საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საბუთები მიღებას არ ექვემდებარება და განმცხადებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.
კონკურსანტის მიერ საბუთების მიღების ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

Print

« იხ. ყველა სიახლე