ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-01

2014 წლის 23-25 აპრილს ქ. რიგაში (ლატვიის რესპუბლიკა), ჩატარდა საერთაშორისო- სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკა და მენეჯმენტი 2014“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო აბესაძემ და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ- პროფესორმა ნინო ფარესაშვილმა.


მათი მოხსენებების ,,საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში“ (ნ. აბესაძე) და  ,,ეკოტურიზმის მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი ამოცანები საქართველოში“ (ნ. ფარესაშვილი) მოსმენა განხორციელდა სექციაზე: ,,კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა: ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთზემოქმედება.“  მოხსენებების გარშემო დაისვა  შეკითხვები და გაიმართა საინტერესო დისკუსია.

კონფერენციის მსვლელობისას დაისახა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (ლიტვა), რიგის ტექნკურ უნივერსიტეტს (ლატვია), ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა (ესტონეთი) და ბრნოს  უნივერსიტეტებს (ჩეხეთი) შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

 
Print

« იხ. ყველა სიახლე