ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-07-05

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების კიდევ ერთი აღიარება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი ღაღანიძე,
ელგუჯა მექვაბიშვილი, ნოდარ ხადური, თემურ შენგელია, თეიმურაზ ბერიძე,
ნუგზარ პაიჭაძე და აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, ეკონომიკის
მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული
მოღვაწის, პაატა გუგუშვილის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ. ღვაწლმოსილ
მეცნიერებს საპატიო სიგელები და მედლები გადასცა პაატა გუგუშვილის
სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.








Print

« იხ. ყველა სიახლე