ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-03

სტუდენტების საყურადღებოდ! გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად!

თუ ხართ თსუ სტუდენტი, ფლობთ გერმანულ ენას (მინიმუმ B1 დონე), გიყვართ ბუნება და გსურთ შინაარსიანად გაატაროთ წლევანდელი ზაფხული, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 20-29 ივნისს თბილისში (პროგრამის მონაწილეები რამდენიმე დღეს გაატარებენ არაგვის სათავგადასავლო ცენტრში).  მასში ქართველების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 15 მაისი!
მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს:
Print

« იხ. ყველა სიახლე