2019-10-22

მორიგი შეხვედრა თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში

22 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ თბილისის 77-ე საჯარო სკოლას. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე მამუკა ხუსკივაძე, ფაკულტეტის ფინანსური მენეჯერი აკაკი მიქაბერიძე, საზოგადოებასთან ურთიერ\ტობების სამსახურის უფროსი უჩა გოგრიჭიანი. გაიმართა შეხვედრა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია და მნიშვნელობა. მოუყვნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ, გააცნეს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები და ესაუბრენ კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.







Print

« იხ. ყველა სიახლე