საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები – მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2010 წლის 11 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა უმასპინძლა მესამე საერთაშორისო კონფერენციას _ "გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები".
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები საქართველოდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან. მოხსენებებში აისახა მეცნიერთა და დოქტორანტთა კვლევის შედეგები, რომლებშიც  გლობალიზაციის კონ-ტექსტში განხილულია ეროვნული ეკონომიკური აქტივობისა და განვითარების ფართო სპექტრი. კონფერენციამ ოთხი მიმართულებით იმუშავა:
  • გლობალიზაცია და რეგიონალიზაცია: თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები და ეკონომიკური განვითარების პრობლემები;
  • ქვეყნის ინოვაციური განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის პირობებში;
  • ეკონომიკური და სოციალური რეფორმები და გლობალიზაცია;
  • გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები.
კონფერენციის დასასრულს შემუშავდა რეზიუმე, რომელმაც ასახა წარმოდგენილი კვლევების შედეგად გაკეთებული დასკვნები და რეკომენდაციები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოცემულია სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის სახით.