ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-17

ინფორმაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ შესახებ

საქველმოქმედო ორგანიზაცია  „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ დაფუძნდა 2014 წლის ოქტომბერში (დამფუძნებლები: პროფესორი დავით ნარმანია, ასისტენტ პროფესორი მანანა ხარხელი - ფონდის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი, მაგისტრატურის სტუდენტი სულხან მირცხულავა). ფონდის მიზანია ხელმოკლე და სოციალურად დაუცველელი წარმატებული სტუდენტებისთვის სწავლაში ხელშეწყობა ფინანსური და მატერიალური დახმარების აღმოჩენის გზით.

ფონდის ძირითადი შემომწირველები დამფუძნებლების გარდა გახდნენ: თსუ-ს რექტორი, თსუ-სა და მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელების ნაწილი, ბიზნეს-კომპანიები: ლუდსახარში „ზედაზენი,“ პსპ, ვისოლი, ლიბერთი ბანკი  და ასევე სხვა ფიზიკური პირები.

2015 წლის თებერვალში პირველადი ფულადი დახმარება გაეწია ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტის 18 წარმატებულ სტუდენტს, თანხის საერთო მოცულობამ  12651 ლარი შეადგინა. ფულადი თანხების განაწილება განხორციელდა დამფუძნებლების, ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციის მიერ შექმნილი კომისიის მიერ. 

ფონდის მიერ შემდეგი დახმარებების გაცემა განხორციელდება 2015 წლის სექტემბერში.
Print

« იხ. ყველა სიახლე