ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-07-03

თსუ ასოცირებული პროფესორი შალვა გოგიაშვილი ახლად დაარსებული სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კრებულის სარედაქციო საბჭოს წევრია.

გამოვიდა პირველი ნომერი სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კრებულისა „ევროპული თანამშრომლობა“. ეს უნიკალური გამოცემა რეგისტრირებულია პოლონეთში და მისი მიზანია მთელი მსოფლიოს მეცნიერების ნააზრევისა და პერსპექტიული ხედვის შეკრება და გამოქვეყნება.

ნაშრომების კრებული გამოიცემა პრაქტიკულად ყოველთვე და მასში ინგლისურ, პოლონურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე გამოქვეყნდება ეკონომიკისა და ბიზნესის, ტექნიკური მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, სისტემებისა და პროცესების მათემატიკური მოდელირების და სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებების გამოკვლევათა შედეგები.

კრებულის სარედაქციო საბჭოში შედიან მეცნიერები ბრაზილიიდან, საქართველოდან, ინდოეთიდან, ერაყიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, კენიიდან, მაკედონიიდან, მალტიდან, ნიგერიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და შვეიცარიიდან.

საქართველოს წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ბატონი შალვა გოგიაშვილი.

კრებულის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე: http://clmconsulting.pl/?page_id=546
Print

« იხ. ყველა სიახლე