2019-09-13

წელს ეკონომისტის პროფესიული დღე 13 სექტემბერს აღინიშნება, გილოცავთ!

ძვირფასო ეკონომისტებო, სტუდენტებო, პროფესორებო!

პატივი გვაქვს მოგილოცოთ ეკონომისტის პროფესიული დღე, რომელიც საქართველოში აღინიშნება ყოველ წელს, სექტემბრის თვის მეორე პარასკევს,  შესაბამისად, 2019 წელს, ასეთი დღე 13 სექტემბერია .

განსაკუთრებით გვინდა ეს დღე მოგილოცოთ პირველკურსელებს, თქვენ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეთ თქვენი პროფესიის არჩევისას.

ეს დღე არის კარგი საშუალება, რათა კიდევ ერთხელ ერთად გავიაზროთ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკას სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების საქმეში.

 

სამწუხაროდ დღევანდელ დღეს უდუდესი ტკივილი ახლავს თან. რამდენიმე დღის წინ, 49 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი და სახელმწიფო მოღვაწე, პროფესორი ნოდარ ხადური. მან უდუდესი წვლილი შეიტანა ეკონომისტთა მრავალი თაობის აღზრდაში. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება სტუდენტების, კოლეგების და მეგობრების გულებში.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, საქართველოს ყველა ეკონომისტს გულითადად გილოცავთ ეკონომისტის დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის!
Print

« იხ. ყველა სიახლე