2019-01-29

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლობითი მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმზე იტალიაში

2019 წლის 21-23 იანვარს ევროპის ერთ-ერთ უძველეს, ქ. პავიის 1361 წელს  დაარსებულ უნივერსიტეტში (იტალია) ჩატარდა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის (Business Systems Laboratiry – BSLab) მე-6 საერთაშორისო სიმპოზიუმი „საზღვრები საზღვრების გარეშე: სისტემური ჩარჩო და მისი გამოყენება მდგრადი კეთილდღეობისთვის გლობალურ ეპოქაში“  (6th Business Systems Laboratory International Symposium 6th BUSINESS SYSTEMS LABORATORY  INTERNATIONAL SYMPOSIUM BORDERS WITHOUT BORDERS: Systemic frameworks and their applications for sustainable well-being in the global era http://www.bslab-symposium.net/Pavia-2019/BSLAB-Symposium-Pavia-2019.htm ).
ქვემოთ დასახელებული მოხსენებების წარსადგენად ზემოხსენებულ სიმპოზიუმ¬ში მონაწი¬ლე¬ობა მიიღო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურმა  პერსონალმა და დოქტორანტებმა:

1.    ხარაიშვილი ეთერი, ლაზარიაშვილი თამარი, ნაცვლიშვილი ია – „აგროტურიზმი მომიჯნავე დარგების ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისთვის (საქართველოს მაგალითი)“  (Kharaishvili, E., Lazariashvili, T. and Natsvlishvili, I. -  “Agro Tourism  for Economic Development of Related Sectors and   Sustainable Well-being  (Case of Georgia”);
2.    ხარაიშვილი ეთერი, ლაზარიაშვილი თამარი, ნაცვლიშვილი ია -  ბიო პროდუქტების  ბაზრის გლობალური გამოცდილება და მისი გამოწვევები საქართველოში მდგრადი კეთილდღეობის კონტექსტში (Kharaishvili, E., Lazariashvili, T. and Natsvlishvili, I. – “Global Experience of Bio Product Market and its Challenges in Georgia in the Context of Sustainable Well-Being”);
3.    გაგნიძე ინეზა, დომინიცი განდოლფო - „სამეწარმეო უნივერსიტეტების და სპინ-ოფების ეფექტიანობა: გამოცდილება და გამოწვევები“ (Gagnidze, I. and Dominici, G. -“Innovative Approaches in Higher Education Systems” );
4.    გოგორიშვილი ირინა, გაგნიძე ინეზა, პაპაჩაშვილი ნინო, „ინოვაციური მიდგომები უმაღლესი განათლების სისტემაში“ (Gogorishvili, I., Gagnidze, I., Papachashvili, N. -  "Effectiveness of an Entrepreneurial Universities and Spin-offs: Experiences and Challenges"
5.    გოგორიშვილი ირინა - „ციფრული ეკონომიკის მარეგულირებელი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა  მცირე ქვეყნებში“ და „ინოვაციური მიდგომები უმაღლესი განათლების სისტემაში“ (Gogorishvili, I. - "State Economic Policy for Regulating Digital Economy in Small Countries" and“Innovative Approaches in Higher Education Systems”);
6.    ლეკაშვილი ეკა, მამალაძე ლელა  - ,,კრიპტოგრაფიული ვალუტა, როგორც სავალუტო პოლიტიკის გამოწვევა: საქართველოს მაგალითი“ (Lekashvili, E. and Mamaladze, L. “Monetary policys crypto currency challenge: the case of Georgia”);
7.    ოქრუაშვილი ნანული, ფარესაშვილი ნინო - „რეგიონული განვითარების უთანასწორობა საქართველოში და მისი დაძლევის გზები“ (Okruashvili N., Paresashvili N.,  „Regional Development Inequalities in Georgia and Ways of its Solutions“)
8.    სეფაშვილი ეკა, - „ცოდნის სამკუთხედი - ინოვაციული პოლიტიკის მიდგომა ეროვნული კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად“ (Sepashvili, E. - “Knowledge Triangle – Innovation Policy Approach to Strengthen National Competitiveness”);
9.    ფარესაშვილი ნინო, ოქრუაშვილი ნანული - „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო მენეჯმენტის გამოწვევი  ინტერნაციონალიზაციის პირობებში“ (Paresashvili N., Okruashvili  N.,  „The Main Challenges of Higher Education System Management in Georgia“);
10.    სეთურიძე რუსუდანი -  „უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში IT-ის ინოვაციური განვითარების ერთ-ერთი გზა“ (Seturidze, R. - “University-Business cooperation - One of the way for IT innovative development of HEIs”);
11.    თამარ მერმანიშვილი - „ციფრული მარკეტინგი - თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტი კონკურენციული უპირატესობის მოსაპოვებლად გლობალურ ბაზრებზე“ (Mermanishvili, T. – “Digital Marketing - a Modern Technological Tool for Gaining Competitive Advantages in Global Markets”).

ბიზნეს სისტემების ლაბორა¬ტო¬რიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში სისტემატიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარების შედეგად ამ საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრად არჩეულია თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 5 აკადემიური პერსონალი.
საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის წევრები კვლევითი თემატიკის მიხედვით სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით ჯგუფებში გაერთიანდებიან.
განხილული იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში უცხოელ კოლეგებთან ერთად ერთობლივი სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები. მიღწეული შედეგები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სამომავლოდ უცხოელ მეცნიერ-მკვლევარებთან სამეცნიერო კავშირები უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ახალი მიმართულებებით.






Print

« იხ. ყველა სიახლე