საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) სტიპენდია თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ორ სტუდენტს


ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC-ის) ოფიციალური წევრი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) 2008 წლიდან ყოველ წელიწადს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მოდულის მეოთხე კურსის წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიას უნიშნავს.

წელს ბაფმა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის წარდგინებით სტიპენდია დაუნიშნა ბუღალტრული აღიცხვისა და აუდიტის მოდულის წარჩინებულ სტუდენტებს თორნიკე ნაცვლიშვილსა და  მიშა ურუშაძეს.

სტიპენდიანტ სტუდენტებს უშუალოდ შეხვდა ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ლავრენტი ჭუმბურიძე და მათ ბაფის სტიპენდიანტობა მიულოცა.