„ბაზის ბანკი“ აცხადებს სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

                                                                                                                                                                                                                                       ამ მიზნით ჩატარდება ტესტირება რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და
ბაკალავრიატის მე–4 კურსის სტუდენტებს.

ტესტირების დრო: ორშაბათი, 19 ნოემბერი, 12:00 სთ.
მისამართი: თსუ მაღლივი კორპ. 206–ე აუდ.

ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ
19 ნოემბრის 10:00 საათამდე, თსუ მაღლივი კორპუსის 602–ე ოთახში ან გამოგზავნოთ e-maili მისამართზე: economics@tsu.ge
ტესტირებაში მონაწილე პირებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და ავტობიოგრაფია (CV)